meSvide gakveTili
როგორ მოიზიდოთ რეფერალები?
ყველაფერს, რაც ზემოთ იყო ნათქვამი, აქვს ერთი დიდი მაგრამ:
რეფერალების დიდი რაოდენობის მოგროვება საკმარისად რთულია. თუმცა სავსებით
შესაძლებელი...
სპონსორთან რეგისტრირებისას თქვენ იღებთ ე.წ. რეფერალ-ბმულს, რომლის დახმარებითაც
რეფერალებს აიყვანთ. ამ ბმულზე დაჭერისას ადამიანი მაშინვე მოცემული სპონსორის
რეგისტრაციის გვერდზე ხვდება.
რეგისტრაციის შემდეგ ეს ადამიანი თქვენი რეფერალი ხდება, მაგრამ ამასთანავე
აუცილებლად საკუთარ რეფერალ-ბმულსაც იღებს, რომლის საშუალებითაც შეძლებს ახალი
ხალხის მოზიდვას, თქვენსა და მის საკეთილდღეოდ :). აი ასეთი მარტივი სქემა!
ჩნდება შეკითხვა: როგორ აიძულოთ ადამიანი მაინცდამაინც თქვენ რეფერალ-ბმულზე
დარეგისტრირდეს? შეგვიძლია პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ.
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, საჭიროა (თუნდაც პირველ ხანს) ისინი ყველა
გამოიყენოთ აქტიურად (სასურველია ერთდროულად).
1) ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების მოზიდვა.
ეს უპირველესია, რისი გაკეთებაც არის აუცილებელი. ნათესავებისა და მეგობრების
რამეში დარწმუნება ყველაზე მარტივია. პირადი შეხვედრისას აუხსენით ამა თუ იმ
სპონსორის უპირატესობანი და, ვფიქრობ, თქვენ წინადადებაზე უარს არ იტყვიან. არც
არაფერია ამაში ცუდი: თქვენ მათ ხომ არ ატყუებთ, რადგან მათი მოგების ნაწილს კი არ
მიიღებთ, არამედ დამატებით თანხას. კარგია, მაგრამ ნათესავებისა და ნაცნობების
რაოდენობა (მითუმეტეს კი იმათი, ვინც ინეტით რეგულარულად სარგებლობს) ძალიან
შეზღუდულია. ასე რომ, ვეძებთ სხვა ვარიანტებსაც.
2) ბმულების განთავსება საითზე
ეს საუკეთესო ვარიანტია, რადგან რეფერალების პოტენციური რაოდენობა ამ შემთხვევაში
გაცილებით მეტია. მაგრამ ეს გზა მხოლოდ იმათ აწყობს, ვისაც საკუთარი საითი აქვს. (საკუთარი
საითი თუ არ გაქვთ, მაგრამ წინააღმდეგი არ ხართ, რომ ის გქონდეთ, გამოიწერეთ
გზავნილი ვებ საითების შექმნა. იმისათვის რომ გამოიწეროთ გზავნილი აქ დააჭირეთ)
ამასთანავე, არა აქვს მნიშვნელობა თქვენი საითი რა თემატიკას ეხება: აკეთებთ ღილაკს
და მასზე თქვენ რეფერალბმულს აყენებთ. საკუთარი საითი თუ კი არ გაქვთ (ისევე,
როგორც სურვილი, ის გააკეთოთ) ვაგრძელებთ.
3) ბმულების განთავსება ელექტრონულ წერილებში
თქვენი რეფერალ-ბმული სადმე თქვენი ელექტრონული წერილების ბოლოში მოათავსეთ იქნებ
ვინმე დარეგისტრირდეს. ოღონდ არ გირჩევთ სპამერობას მიჰყოთ ხელი: შესაძლებელია დიდ
უსიამოვნებებს გადაეკიდოთ, თანაც საეჭვოა, რამეს რომ მიაღწიოთ.