meeqvse gakveTili

ამგვარად  არითმეტიკა უკვე სხვანაირი ხდება. ანუ, თუ თქვენ სერფინგით დღეში 2 დოლარს აკეთებთ, მაშინ თქვენნაირი ინტენსივობით მომუშავე თქვენ მიერ ჩაბმული პირველი დონის რეფერალები თქვენთვის კიდევ დღეში 2 დოლარს გამოიმუშავებენ (იმ პირობით, თუ თქვენ მათი გამომუშავების 10%-ს მიიღებთ). ამგვარად უკვე მათ მიერ მოზიდული 100 მეორე დონის რეფერალი თქვენთვის დღეში 10 დოლარს გამოიმუშავებს (5%), ხოლო მესამე დონის ათასი რეფერალი კი დღეში 40 დოლარის გამომუშავებას მოგიტანთ (2%). ეს კი უკვე ხუმრობა აღარაა: ჯამში 54 დოლარი დღეში. მაგრამ ასეთი დაანგარიშების დროს საჭიროა გესმოდეთ შემდეგი რამ:
1. პირველ რიგში ყველა ციფრი სტატისტიკურად გასაშუალოებულია, ე.ი. რეალური გამომუშავება შესაძლებელია განსხვავდებოდეს ჩვენ მიერ გამოთვლილისგან როგორც მეტობა, ასევე ნაკლებობისკენაც. და თუ ერთი ადამიანის გამომუშავების თანხა 1-დან 3 დოლარამდე მერყეობს, რეფერალების რაოდენობა ერთ ქვედონეში ნულიდან რამდენიმე ათეულამდე (ან თუნდაც ასეულამდე) შეიძლება იცვლებოდეს.
2. ამ გამოშვების დასაწყისში მოყვანილი დაანგარიშების გაკეთებისას ადამიანის ცდუნების წინაშე დგება, მეტი ყურადღება და დრო რეფერალური სისტემის შექმნას დაუთმოს, ვიდრე უშუალოდ ინტერნეტში მუშაობას. ნამდვილად, 2 დოლარის გამოსამუშავებლად რა საჭიროა წელის მოწყვეტა, თუ რეფერალური სისტემა 52-ს მოიტანს. მაგრამ ასეთი ჭკვიანი მარტო თქვენ არ ხართ, სხვა რეფერალებსაც შეიძლება მოუვიდეს თავში ასეთი ჭკვიანური აზრი. ამიტომაც დაანგარიშებით მიღებული გასაშუალოებული თანხა უნდა გაიყოს ორზე, ან სამზეც კი. რაც აგრეთვე სულაც არ არის ცუდი.
და მესამე, მაშინვე წარმოიშვება კითხვა: როგორ მიიღოთ ინტერნეტში გამომუშავებული ფული?
შემდეგ (მე-7) გამოშვებაში კიდევ გავჩერდებით იმაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას და განვითარდეს რეფერალური სისტემა, მე-8 გამოშვებაში კი განვიხილავთ გადახდის ინტერნეტ-სისტემებს.მომავალ გამოშვებამდე.

 

xirara@mail.ge                                                                                                                                        xitara2003@list.ru

Хостинг от uCoz