meoTxe gakveTili

 

საფოსტო სპონსორი, რითია ის საინტერესო? ასეთი სახის გამომუშავებისთვის საკმარისია მხოლოდ ელექტრონული მისამართი გქონდეთ და ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს. ამასთანავე არ არის აუცილებელი, კომპიუტერთან ჯდომით შარვალი გაიცვითოთ. საკმარისია კვირაში ერთხელ (უფრო ხშირად თუ უფრო იშვიათად - ეს თქვენი გადასაწყვეტია) გადახედოთ ფოსტას და ანაზღაურებადი წერილების მიღების შემთხვევაში, შესაბამის ბმულს დააკლიკოთ. შესაძლებელია, ამასთანავე თქვენთვის საინტერესო ინფორმაციასაც მიიღებთ, თუ არა და, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ანგარიშზე ფული დაირიცხება. ადვერთაისზე დღესდღეობით არსებული ფასების მიხედვით, რეკლამის განმთავსებელი ყოველ გაგზავნილ ანაზღაურებად წერილში 1 ცენტს იხდის, რომლიდანაც, ზედნადები ხარჯებისა და სისტემის აუცილებელი მოგებიანობის გათვალისწინებით, ადრესატი 0,5 ცენტს იღებს. ეს ფასები შეიძლება კონიუნქტურისგან დამოკიდებულებაში შეიცვალოს. წერილების მიმღებთათვის საკმარისია მონაცემთა ბაზაში თავისი მოქმედი ელექტრონული მისამართი ჰქონდეთ, საფოსტო სერვერში დარეგისტრირდნენ, შემდეგ კი ბმულებს რეგულარულად დააკლიკონ და მიღებული წერილები წაიკითხონ. რეკლამის განმთავსებლები კი, რომლებსაც ფასიანი განცხადების გაგზავნა სურთ, თავიანთ ყუთში უნდა შევიდნენ და ელექტრონულ გზავნილებზე კამპანია დაარეგისტრირონ.

Хостинг от uCoz