mesame gakveTili

ამერიკელი სოციოლოგების შეფასებით, ინტერნეტი გონებაზე მეტ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ტელევიზია

    

სოციოლოგების შეფასებით, აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 10% დანარჩენი 90%-ის აზრზე ახდენს ზეგავლენას. ამ 10%-ში შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მსხვილი ბიზნესმენები, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მსხვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები და ა.შ., - წერს "Washington ProFile". კომპანიამ ASW დაადგინა, რომ გავლენის ჯგუფს ინფორმაციის მიღება ურჩევნია ინტერნეტით, და არა მასობრივი ინფორმაციის ტრადიციული საშუალებებით. ინტერნეტი ხელმისაწვდომია ყველაზე გავლენიანი ამერიკელების 77%-ისთვის საშუალოდ აშშ-ში ეს მაჩვენებელი 50%-ის ტოლია (2001 წლის მონაცემები). მათგან 95% ინტერნეტში, ყველაზე ცოტა, დღეში ერთხელ შედის. გავლენის ჯგუფის ათი წევრიდან ექვსი ინტერნეტში ინფორმაციის წასაკითხად (ელექტრონულ ფოსტას თუ არ ჩავთვლით), ყველაზე ცოტა, ერთი საათით მეტს ხარჯავს ვიდრე გაზეთ-ჟურნალების წასაკითხად, ტელეგადაცემების საყურებლად და ა.შ. ყველაზე გავლენიანი ამერიკელების 73%-ს ინტერნეტი პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის მთავარ წყაროდ მიაჩნია. ამ მაჩვენებლით ინტერნეტს მხოლოდ გაზეთებმა გაუსწრო (86%). ინტერნეტის საშუალებით მიღებული ინფორმაცია გავლენის ჯგუფისთვის პირველხარისხოვან როლს ასრულებს, როდესაც ისინი რაიმე საქონლის შეძენას აპირებენ ან თავისუფალი დროის გატარების ვარიანტებზე მსჯელობენ.
მაშ როგორია ამ მხრივ მდგომარეობა საქართველოში? უნდა გავიაზროთ, რომ ყველაზე გავლენიანი პირები პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის წევრები ინტერნეტით თითქმის არ სარგებლობენ. რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ამ თანამდებობაზე მყოფ ჩინოვნიკს წარმოდგენილი აქვს ინტერნეტის ყველა უპირატესობა. გამონაკლისს წარმოადგენს პრეზიდენტის ზოგიერთი მრჩეველი, უშიშროების საბჭო და მთავრობის ისეთი ქვეგანყოფილებები, როგორიცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერთიანებული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება, სტატისტიკა, ზოგიერთი სხვა. სულ სხვა მდგომარეობაა პარლამენტსა და ეროვნულ ბანკში. ამ დაწესებულებებში უკვე დიდი ხანია გაიგეს ის, რაც ერთი აბზაცით ზემოთ არის ნათქვამი, და ინტერნეტს სრული დატვირთვით იყენებენ. ინტერნეტით ინტენსიურად სარგებლობენ უმაღლესი სასწავლებლები, ზოგან უკვე სკოლებიც კი. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოს ახალგაზრდობას, - ვისი აზრიც უახლოეს მომავალში პრევალირებადი იქნება; ვისი აზრიც დანარჩენ მოსახლეობაზე გავლენას მოახდენს; ვისი რიგებიდანაც ფორმირდება სწორედ ის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მსხვილი ბიზნესმენები, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მსხვილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები, - თავისი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში საქართველოში დაახლოებით იგივე მდგომარეობა ჩამოყალიბდება როგორიც აშშ-შია და არსებობს იმის ალბათობაც კი, რომ გაერთიანებულ ევროპას გავუსწროთ, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამერიკას ინტერნეტ-კომუნიკაციებისა და ინტერნეტ-კომერციის განვითარების მხრივ, მაგრამ ჯერ კიდევ უსწრებს საქართველოსაც და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებსაც, შესაძლოა, ერთადერთი არა რუსეთის, არამედ მოსკოვის გამონაკლისით. რუსეთში (რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეში ინტერნეტის განვითარების ლიდერს წარმოადგენს), კერძოდ კი მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, სხვა ქალაქებში, უკრაინაში, ყაზახეთში, მოლდავეთსა და ყველა პრაქტიკულად დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომელიც სსრკ-ის ადგილას წარმოიქმნა, იგივე სურათი აღინიშნება გონებაზე ინტერნეტის ზეგავლენა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაზე, დღითი დღე იზრდება.

Хостинг от uCoz

ვებ საითის გარეკლამების და ფულის შოვნის იდეალური საშუალება

xitara@mail.ge