gakveTili meore
როდესაც სრულიად კონკრეტულ სუბსტანციებთან
მიმართებაში ვამბობთ თითქმის, ვგულისხმობთ, რომ აბსოლუტური არაფერი არსებობს.
ტერმინებზე თუ არ შევთანხმდებით, ერთმანეთს ვერ გავუგებთ. მაგალითად, როდესაც
ვამბობთ: შეძლებთ დაიწყოთ ფულის გამომუშავება საჭირო ჩვევებისა და ცოდნის თითქმის
სრული უქონლობის პირობებში, ... გვესმის, რომ კომპიუტერთან ზიხართ და ამ სიტყვებს
მის მონიტორზე კითხულობთ. ანუ კომპიუტერთან მუშაობა და ინტერნეტში შესვლა უკვე იცით
(ან სწავლობთ) და, ყველაზე ცოტა, რუსულ თუ ქართულ ენაზეც კითხულობთ. ურიგო კიდევ
ინგლისურის ცოდნაც არ იქნებოდა, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის, საჭირო ლექსიკონს კი
ჩვენთან ერთად შეავსებთ.
როდესაც ვამბობთ: თითქმის საწყისი კაპიტალისა და მოწყობილობის გარეშე,
ვგულისხმობთ, რომ, სულ ცოტა, 1 ლარი გაქვთ (ან მისი ექვივალენტი რუბლებსა თუ
დოლარებში) იმისათვის, რომ ინტერნეტ-კაფეში შეხვიდეთ და ჩვენი გზავნილი მიიღოთ.
თუკი შინ ან სამსახურში ინტერნეტში ჩართული პერსონალური კომპიუტერი გაქვთ, ამის
მეტი არც არაფერი გჭირდებათ, გარდა თქვენი თავისა და სურვილისა ისწავლოთ, იმუშაოთ
და ფულიც გააკეთოთ.
თბილისისა და საქართველოს ახლომდებარე რეგიონების მაცხოვრებლებს, ვისაც სახლიდან
მუშაობა სურს, მაგრამ კომპიუტერი არა აქვს, - შეგვიძლია ვურჩიოთ, მიმართონ სკბ გამაბანკს,
www.gammabank.ge
სადაც განსაზღვრული პირობების დაცვისას და აუცილებელი
ცნობების წარდგენისას დაგეხმარებიან პერსონალური კომპიუტერი კრედიტში შეიძინოთ.
მაშასადამე მონიტორის წინ ხართ და ამ გამოშვებას კითხულობთ, აგრეთვე ისიც იცით,
URL-მისამართი თუ როგორ
აკრიფოთ. daklikeT: ვებ საითის გარეკლამების და ფულის შოვნის იდეალური საშუალება
ახლა კი თქვენთვის სახელი (ლოგინი)
და პაროლი მოიფიქრეთ რომლითაც საითზე შემოხვალთ da daaWireT mzad vars. ეს
მონაცემები კარგად დაიმახსოვრეთ, მაგრამ, თუ შემთხვევით პაროლი დაგავიწყდათ,
სისტემა მას თქვენი თხოვნით შეგახსენებთ, თუ ელექტრონული მისამართი შეინარჩუნეთ.
შეეცადეთ რეგისტრაციის მონაცემები დაწვრილებით და სწორად შეავსოთ. სერიოზული
შეცდომის შემთხვევაში გამომუშავებული ფულის მიღებას ხომ ვეღარ შეძლებთ. კარგია,
საბანკო ანგარიში თუ გაქვთ ან ვებმანის პორტმანი, ყველას სჯობია კი ორივე. მაგრამ
თუ ეს რეკვიზიტები არ გაგაჩნიათ, გულს ნუ გაიტეხთ - ფული გამოიმუშავეთ, რაც მეტი
მით უკეთესი, ანგარიშის გახსნას კი ყოველთვის მოასწრებთ. პროგრამაში
ინტერნეტ-კაფედან თუ მუშაობთ, ნუ დაგავიწყდებათ, მუშაობის დამთავრებისთანავე
დააჭიროთ ღილაკს გასვლა ან ბრაუზერის ფანჯარა დახუროთ, რათა თქვენი პერსონალური
მონაცემები შემთხვევითმა ადამიანმა არ წაიკითხოს. რეგისტრაციის დამოწმების შემდეგ
თქვენ ექაუნტში მოხვდებით, (თქვენი ანგარიში სერფ-ის სისტემაში). აქ შემოსვლა
თქვენს გარდა მხოლოდ ადმინისტრატორს შეუძლია ან კიდევ ადამიანს, რომელმაც თქვენი
ლოგინი და პაროლი იცის, ამიტომაც ისინი უცხო თვალისგან დაიცავით ეს თქვენ ფულთან
მისადგომია, ე.ი. - თქვენ ჯიბესთანაც. თუ საკუთარი საითი გაქვთ, ის თქვენი საითების
სიაში მაშინვე შეიყვანეთ (ამის შესახებ შემდგომ გამოშვებებში) და სერფინგს შეუდექით.
საითი ჯერ თუ არა გაქვთ, ამ შემთხვევაშიც სერფინგს შეუდექით. თუმცა კი, დასაწყისში
შეგიძლიათ ცოტათი შეისწავლოთ ის, რასაც ხედავთ, ინტერფეისს შეეჩვიოთ, მერე კი
შემდეგი ნაბიჯი გადადგათ სერფინგი დაიწყოთ. მისათვის მთავარ მენიუში იპოვეთ და
დააჭირეთ პუნქტს სერფინგის დაწყება. სისტემა რიგ-რიგობით გიჩვენებთ სხვა
მონაწილეების საითებს (ზუსტად ასევე სხვა სერფერები თქვენ საითს ნახავენ, მას
სერფინგისთვის თუ შეიყვანთ). ბევრ საინტერესო საითს ნახავთ, ის საითი, რომლის
შესწავლას დაწვრილებით მოისურვებთ, შეგიძლიათ ახალ ფანჯარაში გახსნათ ან რჩეულში
მოათავსოთ.
სხვა საითების დათვალიერების პროცესში (სერფინგის დროს) ქულებს (კრედიტებს)
აგროვებთ, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საითის რეიტინგის ასამაღლებლად (რეკლამირებისთვის),
ან კიდევ მოაგროვოთ შემდგომში ნაღდ ფულზე გადასაცვლელად.
მომავალ გამოშვებამდე. შემდეგი გამოშვება კი იქნება ანალიტიკური შინაარსის: ინტერნეტის სოციოლოგია და სამომავლო პროგნოზები.