meTerTmete gakveTili

 

განვიხილეთ რა Advertise.ge სისტემაში მოქმედი სარეკლამო კამპანიების ტიპები, დროა გადავიდეთ სისტემის პრაქტიკულ გამოყენებაზე. წინამდებარე გამოშვება უპირველეს ყოვლისა საითის მფლობელებს და ვებმასთერებს დააინტერესებს. შემდგომ გამოშვებებში კი რეკლამის დამკვეთის ნაწილს განვიხილავთ.

Advertise.ge სისტემით ფულის შოვნის მექანიზმი დაახლოებით ასეთია. თქვენს საითს ამატებთ Advertise.ge სისტემაში. შეგიძლიათ ერთ ანგარიშში გქონდეთ შეუზღუდავი რაოდენობის საითები. მთავარია ეს საითი თქვენ გეკუთვნოდეთ ან მისი ვებმასთერი იყოთ. საითის ჩამატების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ რეკლამის დამკვეთებისგან მიღებულ შემოთავაზებებს. მაგრამ მარტო მათ იმედზე რომ არ იყოთ, თქვენ თავად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო რეკლამის დამკვეთები და გაუგზავნოთ მათ წინადადება რათა განათავსოთ რეკლამა თქვენს საითზე. ამ ყველაფერს აკეთებთ სისტემის მეშვეობით.

თუ თქვენს და რეკლამის დამკვეთს შორის გარიგება მოხდება, შეგეძლებათ მიიღოთ შესაბამისი HTML კოდი, განათავსოთ იგი თქვენს ვებ საითში და დაიწყოთ ფულის შოვნა. აი ასე მარტივია ყველაფერი.

მაშ ასე. გადავიდეთ პრაქტიკულ გამოყენებაზე.

Advertise.ge საითის ზედა მენიუში ავირჩიოთ პუნქტი ვებმასტერი. გვერდის მარცხენა მხარეს იხილავთ ვებმასთერის სტატისტიკას და გამომუშავებულ თანხის მაჩვენებელს. გვერდის მარჯვენა ნაწილში კი არის თქვენი საითების ჩამონათვალი.

ნაბიჯი პირველი ვამატებთ საითს. ამისთვის საჭიროა ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიოთ პუნქტი საითის ჩამატება. გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი ვებ საითის ინფორმაცია. როგორც მიღებულია, აუცილებელი ველები ვარსკვლავითაა მონიშნული. თქვენ დაგჭირდებათ: საითის დასახელება, საითის მისამართი (URL), მოკლე აღწერა, ქვეყნის და კატეგორიის მითითება. ბოლოს უნდა მიუთითოთ თუ რა ფასები გაწყობთ. საჭიროა სამი ფასის მითითება. რა ეღირება თქვენს საითზე 1000 გამოჩენა, 1 კლიკი და 1 რეგისტრაცია. თუ ფორმა შეავსეთ, კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი მონაცემების სისწორეს და დააჭირეთ ღილაკს დაიმახსოვრე.

თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, საითი ჩაემატება თქვენს ანგარიშში და ავტომატურად დაუბრუნდებით ვებმასთერის მთავარ გვერდს. თუ რაიმე შეცდომა მოხდა, სისტემა შეგატყობინებთ. არასწორად შევსებული ველები გაწითლებული იქნება. ასეთ შემთხვევაში არასწორად შევსებული ველები უნდა შეასწოროთ და დააჭიროთ ღილაკს დაიმახსოვრე.

თუ საითის ინფორმაციაში შედომები დაუშვით, მაგალითად ტიპოგრაფიული, საშიში არაფერია. საითის ინფორმაციის რედაქტირება ნებისმიერ დროს შეიძლება. ამისთვის საჭიროა საითების ჩამონათვალში დააჭიროთ საითის სათაურს და ავტომატურად გადახვალთ საითის რედაქტირების რეჟიმში.

ბოლოს დავძენთ რომ ანალოგიური პროცედურის გამეორებით შეგიძლიათ რამდენიც გნებავთ იმდენი საითის ჩამატება.

ჩამატებულმა საითმა უნდა გაიაროს მოდერაცია. სხვა სიტყვებით, ჩვენმა მოდერატორმა უნდა გადახედოს თქვენს საითს და თუ ყველაფერი წესრიგშია და თქვენი საითი არ ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს, შესაძლებელი იქნება სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობის მიღება. ამაზე კი შემდგომ გამოშვებაში ვისაუბრებთ.

Хостинг от uCoz