meaTe gamoSveba

დასაწყისში დავუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა: რისთვის გვჭირდება საკუთარი საითი?

პასუხი მრავალი შეიძლება იყოს. ჩამოვთვალოთ სამი, ყველაზე სავარაუდო:

  1. თავის გამოსავლენად;

  2. ინტერნეტში ფული გამომუშავების გასაიოლებლად;

  3.  არსებული ოფლაინ-ბიზნესის განვითარება-გაფართოებისათვის.

წინა გამოშვებაში უკვე ვთქვით, სად უნდა მიმართოთ, საითი მესამე მიზეზით თუ გჭირდებათ (http://www.neomotive.com/). აქ კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ საითები, რომლებიც კომპანია ნეომოტივმა შექმნა.

საითი თავის გამოსავლენად ან ინტერნეტ-გამომუშავებისთვის თუ გჭირდებათ, მაგრამ არ იცით, როგორ შექმნათ და ქსელში როგორ მოათავსოთ, მაშინ კითხვა გავაგრძელოთ.

თურმე საითის გაკეთება საკმაოდ იოლია. აი მაგალითები იმ საითებისა, რომლებიც ჩვენი დახმარებით 14 და 16 წლის მოზარდებმა შექმნეს - http://www.nkweb.ge/, http://www.mari.ge/. მათ ყველაფერი თვითონ გააკეთეს, ჩვენგან მხოლოდ რჩევას იღებდნენ; თანაც მანამდე მაინცდამაინც მჭიდრო კონტაქტი ვებ-დიზაინთან და საერთოდ ინტერნეტთან არ ჰქონიათ.

მაშასადამე, პირველი რაც გჭირდებათ არის იდეა. ჯერ იყო სიტყვა... ნათქვამია ბიბლიაში. ანუ იდეა. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ზოგადად წარმოდგენილი უნდა გქონდეთ, თქვენი საითი რის შესახებ იქნება. იდეა თუ არის, საქმეს შეგიძლიათ გაბედულად შეუდგეთ. იდეა ნებისმიერი საქმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ზოგი სხვანაირად ფიქრობს. უფრო კი ისინი, ვისაც ბევრი იდეა აქვს. რას იზამ: მათთვის უფრო ადვილია იმიტომ, რომ ყველაფერი დანარჩენი: ცოდნა, ინსტრუმენტები და მასალები უკვე არსებობს, ვიღაცის მიერ დაბადებული, გამოზრდილი და ინტერნეტში დადებული. მხოლოდ ის გრჩებათ, რომ აიღოთ, მადლობა გადაიხადოთ და შრომა დაიწყოთ, ანუ საკუთარი საითი შექმნათ. იდეა თუ არ არის, საჭიროა ის დაბადოთ, იპოვოთ, სთხოვოთ მეგობრებს თუ ნაცნობებს ...., ერთი სიტყვით იშოვოთ. იდეის მოპოვების ხერხს ისევე, როგორც ცხოვრების წესსაც, ყველა თავისი გემოთი ირჩევს.

ახლა კი ვივარაუდოთ, რომ იდეა უკვე არის ან ის დაიბადა, როდესაც ზემოთმოცემული სტრიქონები წაიკითხეთ. მისი რეალიზაციისთვის საჭიროა ცოდნა. ეს უფრო მარტივია. ცოდნა, ყოველი შემთხვევისთვის, - ჩვენთვის საინტერესო თემაზე უამრავია. ის ყველგანაა: წიგნის მაღაზიაში, ბიბლიოთეკაში (შესაძლებელია, თქვენ საკუთარ წიგნის თაროზეც კი), ინტერნეტში, რომლის ნაწილს ეს წერილიც წარმოადგენს, რომელსაც ახლა კითხულობთ. აიღე საიდანაც გინდა. თქვენ ეს გვერდი ამოარჩიეთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ჯერ-ჯერობით ეს საკმარისია. მაგრამ ცოდნა, ისევე როგორც ფული, ზედმეტი არასოდეს იქნება. ამიტომაც თამამად შეგიძლიათ სხვა წყაროებსაც მიმართოთ. იმისდა მიხედვით, წინ როგორ მივიწევთ, თქვენ მიიღებთ ბმულებს რესურსებზე (ე.ი. წყაროებზე), სადაც შეძლებთ, თუ მოისურვებთ, რომელიმე კონკრეტულ საკითხზე უფრო დაწვრილებითი ცოდნა მიიღოთ. გავაგრძელებთ შემდეგ გამოშვებებში.

Хостинг от uCoz