mecxre gakveTili

თქვენთან ერთად შევისწავლეთ ინტერნეტ-გამომუშავების ანბანი. ბევრისთვის ეს უინტერესოც კი იყო, იმიტომ რომ ადრე იყო შესწავლილი. ახლა კი გადავდივართ შემდეგ კლასში და ვიწყებთ ახალი საგნის შესწავლას: საითის მშენებლობა. რისთვის გვჭირდება ეს? იმიტომ, რომ საკუთარი საითის არსებობისას მნიშვნელოვნად შეიძლება აიმაღლოთ მქკ (მარგი ქმედების კოეფიციენტი). მაგალითად, თუ დარეგისტრირდით პარტნიორულ პროგრამა http://www.advertise.ge/-ში და თქვენ საითზე რეკლამის განმთავსებლის ბანერი მოათავსეთ, ან თუ თქვენი საითი სერფინგის სისტემაში http://www.surf.ge/ში განათავსეთ, წყნარ გულზე შეგიძლიათ წახვიდეთ დასაძინებლად, ან სათევზაოდ ან მივლინებაში. საითი თქვენთვის იმუშავებს მაშინაც კი, თუ ამის შემდეგ თქვენ კვირაობით არ შეხვალთ ინტერნეტში. როგორც ერთ ცნობილ ტელერეკლამაშია ნათქვამი: ჩვენ აქ ვსხედვართ, ფული კი მოდის! მაგრამ რასაკვირველია მეტს გამოიმუშავებთ, აქტიურად მუშაობას თუ გააგრძელებთ: რეფერალებთან მუშაობა, ფოსტის კითხვა, ახალი პარტნიორული პროგრამების შექმნა და ა.შ. უფრო მეტიც, აუცილებელია თქვენ საითს რეიტინგი აუმაღლოთ იმიტომ, რომ ასეთ საითს მეტი შემოსავალი მოაქვს. გაცილებით მეტი ვიდრე უპატრონოდ მიგდებულს; რაც არ უნდა საინტერესოდ გეჩვენებოდეთ რამე, საჭიროა, რომ ხალხმა (იუზერებმა) მის შესახებ შეიტყონ. იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოთ ამას სხვადასხვა გზით, შემდეგ გამოშვებებში ვისაუბრებთ, ახლა კი საითის შექმნას რაც შეეხება. ბევრს ჰგონია, რომ საკუთარი საითის შექმნა ეს ძვირი სიამოვნებაა. დიახაც და არაც. პირველ რიგში ყველაფერი დამოკიდებულია იმ დონეზე, რომელზედაც გსურთ თქვენი საითი რომ იყოს. თუ სოლიდურ ფირმას ხელმძღვანელობთ ან ოფლაინ ბიზნესში მონაწილეობთ და გსურთ მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით თქვენ პოტენციურ კლიენტებამდე მიიტანოთ, მაშინ სჯობს, ეს პროფესიონალებს მიანდოთ.

შემდეგ გამოშვებაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნათ საკუთარი საითი პროფესიონალებისგან დახმარების გარეშე და კაპიკი ფულის დაუხარჯავად. რა სიძნელეები ჩნდება ამ დროს და როგორ გადაწყვიტოთ ისინი?

xitara@mail.ge

Хостинг от uCoz