meTormete gakveTili

წინამდებარე გამოშვებაში იგულისხმება რომ თქვენ უკვე დაამატეთ თქვენი საითი Advertise.ge სისტემაში, მან გაიარა მოდერაცია და ახლა მზად ხართ დაიწყოთ ფულის შოვნა.

როგორც წინა გამოშვებიდან გახსოვთ, თქვენ შეგიძლიათ დაელოდოთ სანამ თქვენს საითს პოტენციური რეკლამის დამკვეთი იპოვნის Advertise.ge სისტემაში და შეთავაზებას გაგიკეთებთ. თუმცა, რატომ უნდა იცადოთ, როცა შეგიძლიათ თავად დაიწყოთ რეკლამის დამკვეთების ძებნა და გაუგზავნოთ შეთავაზება, რათა განათავსონ რეკლამა თქვენს საითზე?

მაშ ასე, შევიდეთ თქვენს Advertise.ge  ანგარიშში და ვებმასთერის მენიუდან ავირჩიოთ პუნქტი კამპანიების პოვნა. საძიებო ფორმაში ჩაწერეთ ერთი ან რამდენიმე საძიებო სიტყვა და აირჩიეთ თუ რომელი ტიპის სარეკლამო კამპანიების პოვნა გსურთ. ამისთვის საჭიროა მონიშნოთ სარეკლამო კამპანიის დასახელების წინ მყოფი უჯრა. როდესაც მზად იქნებით, დააჭირეთ ღილაკს მოძებნე.

Advertise.ge სისტემა მოძებნის და გიჩვენებთ იმ სარეკლამო კამპანიების სიას, რომლებიც შეესატყვისება თქვენს მიერ შეყვანილ საძიებო სიტყვებს და სარეკლამო კამპანიების მონიშნულ ტიპებს. თუ სია ცარიელი აღმოჩნდა, მაშინ სხვა საძიებო სიტყვები სცადეთ.

იმისათვის რომ თქვენთვის გაადვილდეს სარეკლამო კამპანიების პოვნა, Advertise.ge სისტემა თავად გიჩვენებთ რეკონედებულ კამპანიებს. ამისთვის, ვებმასთერის მთავარ გვერდზე, ქვედა ნაწილში დააკვირდით სარეკლამო კამპანიების სიას სათაურით რეკომენდებული კამპანიები.

მაშ ასე, ჩავთვალოთ რომ თქვენ იპოვეთ ერთი ან რამდენიმე თქვენთვის საინტერესო სარეკლამო კამპანია. ახლა დროა ამ კამპანიების შემქმნელებს გაუგზავნოთ შეთავაზება. ამისთვის საჭიროა დააჭიროთ კამპანიის სათაურს. გადახვალთ გვერდზე, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია კამპანიის შესახებ. თუ თქვენ რამდენიმე საითი გაგაჩნიათ Advertise.ge სისტემაში, მონიშნეთ ის საითები, რომლებზეც გსურთ ნაპოვნი სარეკლამო კამპანიის ბანერების განთავსება და დააჭირეთ ღილაკს გააგზავნე მოთხოვნა.

რეკლამის დამკვეთს მიუვა შეტყობინება, რომ თქვენ გსურთ მის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა. როგორც წესი, რეკლამის დამკვეთი ნახავს თქვენს ვებ საითს. დამკვეთს საშუალება აქვს განაცხადოს თანხმობა ან უარი თქვენს შეთავაზებაზე. ორივე შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას.

გისურვებთ წარმატებებს!

შემდგომ გამოშვებაში კი ვისაუბრებთ HTML კოდის მიღებაზე და თქვენს ვებ საითში მის განთავსებაზე.

Хостинг от uCoz